შინაგანაწესი

მუხლი 1.

სკოლის სტატუსი

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლა არის საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის მიერ შექმნილი არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შტამპი, მრგვალი ბეჭედი, თავისი ლოგო, საბანკო ანგარიში.

შინაგანაწესის შემუშავებისას ვეყრდნობით: ბავშვთა უფლებათა დაცვის დეკლარაციას, მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, სკოლების ტიპურ დებულებას, წესდებას, კონსტიტუციას, შრომის კანონთა კოდექსს.

მუხლი 2.

სკოლის მიზნებია:

წმიდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მისიაა: აღზარდოს განათლებული, მართმადიდებლური ღირებულებების მატარებელი მომავალი თაობა, რომელიც არის მიმტევებელი, საღად მოაზროვნე, იცავს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურულ და სულიერ ღირებულებებს, რომელიც შეძლებს საზოგადოებაში ადაპტაციას და სწორი ორიენტაციის არჩევას. სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეების ღირსეულ, წარმატებულ, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ, მართლმადიდებელ ქრისტიანად ჩამოყალიბებას.

სკოლა ახორციელებს სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის წარმართვას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რომლის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე და ყველაფერი კეთდება მისი ნიჭის და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენისათვის და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

სკოლა მისიის განსახორციელებლად ნერგავს თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს, აწყობს სასწავლო–სამეცნიერო და შემოქმედებით ღონისძიებებს, დისპუტებს, კონფერენციებს, მოლოცვებს, ლაშქრობებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიულ–გეოგრაფიულ მოკვლევებს.

სკოლის მიზანია მოზარდის სულიერი, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ზნეობრივი და ეკლესიური ნორმებით ცხოვრება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

შრომის მაღალნაყოფიერების, ინიციატივების, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, დადებითი ფსიქოლოგიური კლიმატისა და კოლექტივის ერთიანობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

პედაგოგთა მუშაობის გაზომვის ობიექტური, სანდო და კოლეგიალური შეფასების მეთოდების დანერგვა.

მუხლი 3.

სკოლის მუშაობის რეჟიმი

სკოლაში სასწავლო წელი იწყება 14 სექტემბრეს.

სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 სემესტრით.

არდადეგები გათვალისწინებულია სკოლის მიერ შემუშავებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებულია ძირითადი რელიგიური დღესასწაულები.

I სემესტრი _ იწყება 14 სექტემბერს და მთავრდება 25 დეკემბერს;

II სემესტრი _ იწყება 20 იანვარს და მთავრდება 14 ივნისს

სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:









გაკვ

დაწყება

დამთავრება

შესვენება

I

9 00

9 45

10წთ

II

9 55

10 40

10წთ

III

10 50

11 35

15წთ

IV

11 50

1235

10წთ

V

12 45

13 30

10წთ

VI

13 40

13 25

10წთ

VII

14 35

14 20













სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 დღით. ღონისძიებები, კონკურსები და შეჯიბრებები, დამატებითი მეცადინეობები ტარდება გაკვეთილების შემდეგ ან შაბათ-კვირას.

მუხლი 4.

მუშაკთა მიღება-დათხოვნის წესი:

4.1 მასწავლებელთა და არაპედაგოგ თანამშრომელთა შტატები და რაოდენობა, ადმინისტრაციის წევრთა შტატები და რაოდენობა განისაზღვრება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმატივებით, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.

4.2 მუშაკი შრომის უფლების რეალიზებას ახდენს სკოლაში შრომითი ხელშეკრულების დადებით.

4.3 მოქალაქე (მისაღები პირი) ვალდებულია, სამუშაოზე მიღებისას საჯარო სკოლის დირექციას წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

კადრების აღრიცხვის ფურცელი. ავტობიოგრაფია ან CV;

პირადობის მოწმობის ქსეროასლი;

განათლების დამადასტურებელი საბუთი;

4.4 მუშაკი სამსახურში მიღებულად ჩაითვლება, როცა გაფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება, ხელმოწერის დადასტურებით, სადაც მითითებული იქნება მინდობილი სამუშაო, შრომისა და შრომის ანაზღაურების პირობები, ორმხრივი უფლება-მოვალეობანი, დაფუძნებული შრომის კანონთა კოდექსზე.

4.5 დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტელება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.

4.6 თითოეულ პედ. მუშაკზე გახსნილია პირადი საქმე, სადაც ინახება მე-3 პუნქტით ჩამოთვლილი დოკუმენტაცია და სამუშაოზე დანიშვნის ბრძანების ასლი.

4.7 შრომის ხელშეკრულების დადება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველზე:

) მუშაკს უფლება აქვს, მოშალოს გარკვეული ვადით დადებული შრომის ხელშეკრულება, მაგრამ ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას ერთი კვირით ადრე.

) ვადის გასვლის შემდეგ მუშაკი უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო ადმინისტრაცია ვალდებულია, გაუსწოროს ანგარიში და მისცეს წიგნაკი.

) შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდგომ ვაკანტურ ადგილზე პიროვნების აყვანა მოხდება კონკურსის წესით.

) შეთავსებით მოწვეულ სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა აღემატებოდეს ერთ სასწავლო წელს. ყოველ საპენსიო ასაკშესრულებულ პიროვნებასთან იდება ხელშეკრულება, არაუმეტეს ერთი სასწავლო წლისა.

4.8 სკოლის მუშაკები ვალდებულნი არიან:

იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანი, აღმსარებელი და მაზიარებელი.

იმუშაონ კეთილსინდისიერად, ზუსტად შეასრულონ სკოლის წესდებით, შრომის შინაგანაწესით, დებულებებით და კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობანი.

დაიცვან შრომის დისციპლინა. დროზე გამოცხადდნენ სკოლაში, დაიცვან სამუშაო დროის ხანგრძლივობა და მაქსიმალურად გამოიყენონ იგი მათზე დაკისრებულ მოვა-ლეობათა შემოქმედებითი და ეფექტიანი შესრულებისათვის, დროულად და ზუსტად შეასრულონ ადმინისტრაციის განკარგულებანი.

მტკიცედ დაიცვან საშემსრულებლო დისციპლინა. მუდმივად გამოავლინონ შემოქმედებითი ინიციატივა შრომითი საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად.

დაიცვან შრომის და ხანძარსაწინააღნდეგო დაცვის მოთხოვნები.

ყოველთვის იყონ ყურადღებიანნი ბავშვების მიმართ, ზრდილობიანნი-მოსწავლეების მშობლებთან და თანამშრომლებთან.

სისუფთავესა და წესრიგში იქონიონ თავიანთი სამუშაო ადგილი.

გაუფრთხილდნენ სასკოლო ინვენტარს, დგამ-ავეჯს, ეკონომიურად ხარჯონ მასალები, სათბობი და ელ. ენერგია.

პასუხისმგებლები არიან ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გაკვეთილების, კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების ჩატარებისას.

დირექტორის ბრძანებით, სასწავლო საქმიანობაზე დამატებით, მასწავლებლებს შეიძლება ერთი სასწავლო წლით დაეკისროთ კათედრის, წრის, კლასის ხელმძღვანელობა, სასწავლო კაბინეტების, ბიბლიოთეკების, მიწის ნაკვეთების გამგეობა.

დაუშვებელია სამსახურში ნარკოტიკული ნივთიერებების, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის, ალკოჰოლური სასმელის შემოტანა, მოხმარება, გავრცელება, გამოყენება, თამბაქოს მოწევა, არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება. ისეთი ნივთიერებების შემოტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსწავლე-ახალგაზრდობას.

შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა სკოლის თითოეული მოსწავლისა და თანამშრომლისათვის.

4.9 მასწავლებლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სასჯელები:

) გაფრთხილება;

) საყვედური;

) სასტიკი საყვედური;

) სამსახურიდან განთავისუფლება;

4.10 მასწავლებელს ადმინისტრაციულ სასჯელს ადებს დირექტორი. 4.12 პუნქტის , , შეიძლება გასაჩივრდეს განათლების სისტემის ორგანოებსა და სასამართლოში.

4.11 მასწავლებლის პირადი განცხადების საფუძველზე ან უამისოდ 4.12 პუნქტის , , სასჯელები შეიძლება მოეხსნას სასჯელის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ დირექტორის გადაწყვეტილებით.

4.12 მასწავლებელს შეიძლება გამოეცხადოს:

) გაფრთხილება:

  • ორზე მეტი დაგვიანებისათვის (გაკვეთილებზე, თათბირებზე, პედსაბჭოსა და სამსახურში) ან გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის;
  • პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
  • უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის;
  • სასკოლო დოკუმენტაციის არ ქონის ან ზერელედ შევსებისა და მოხმარებისათვის

) საყვედური:

მეორე გაფრთხილების მიღებისას;

ხუთზე მეტი დაგვიანებისათვის ან ორი და მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას;

მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;

მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცყოფისათვის;

სკოლისთვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;

უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;

პედსაპჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;

სასკოლო დოკუმენტაციის არ ქონის ან ზერელედ შევსებისა და მოხმარებისათვის

დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის.

) სასტიკი საყვედური:

ორი საყვედურის ან გაფრთხილებისა და საყვედურის მიღებისათვის;

სისტემატური დაგვიანებისათვის ან ათზე მეტი გაკვეთილის გაცდენისათვის;

მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცყოფისათვის;

შინაგანაწესით დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;

სკოლისათვის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;

გაკვეთილის ჩაშლისათვის;

პედსაბჭოს ორი ან მეტი სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;

დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის, ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომელიც ლახავს სკოლის სახელს.

4.13 მასწავლებელი სამუშაოდან შეიძლება განთავისუფლდეს:

ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის გამო;

საკუთარი ინიციატივით;

დაწესებულების ლიკვიდაციის გამო;

შტატებით გათვალისწინებული საშტატო ერთეულის შემცირებისას;

თანამდებობასთან შეუსაბამობისათვის;

დისციპლინური გადაცდომისათვის;

ხანგრძლივი შრომისუუნარობის (30 კალენდარული დღე) გამო;

ასაკის გამო;

დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;

სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;

რელიგიური შეხედულების შეცვლის გამო;

გარდაცვალების გამო.

მუხლი 5

სამსახურეობრივ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების

თანამშრომელთათვის გაცნობის წესი

5.1 დანიშნულების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების დაგზავნით, აუცილებლობის შემთხვევაში ტექსტის დარიგებით ხელმოწერის ქვეშ. ბრანება, განკარგულება, დადგენილება დაიყვანება ზემდგომის მიერ უშუალო შემსრულებლამდე და ეს უკანასკნელი ვალდებულია მის შესრულებაზე.

მუხლი 6

ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

6.1 ხელფასის გაცემა მოხდება თვეში ერთხელ, კვირეული დატვირთვიდან გამომდინარე, `რესპუბლიკაბანკის ფილიალებში თანამშრომლებზე გახსნილ პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხით, პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

მუხლი 7

სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

7.1 თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ იმავე დღეს აცნობოს ხელმძღვანელობას, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.

მუხლი 8. სკოლის სტრუქტურა და მართვა

სკოლის სტრუქტურა მოიცავს რექტორს, სკოლის დირექციას (დირექტორი, სკოლის მოძღვარი, სასწავლო ნაწილი, კოორდინატორი, ხარისხის მართვის მენეჯერი, ბუღალტერი) პედაგოგიურ საბჭოს, კურატორებს, ტექ.პერსონალს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს.

მმართველი ორგანოა დირექცია, პედ.საბჭო.

მუხლი 9

პედაგოგიური საბჭო

9.1 პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ყველა პედაგოგი.

9.2 პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავჯდომარე, რომელიც სამი წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედ. საბჭოს თავჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომას.

9.3 პედ. საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.

9.4 საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

9.5 გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.

9.6 საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედ. საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავჯდომარე.

9.7 პედ. საბჭო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით, ამტკიცებს სასკოლო-სასწავლო გეგმებს.

9.8 პედ. საბჭო, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან კათედრების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას.

მუხლი 10.

ადმინისტრაცია

10.1 სკოლის ადმინისტრაცია შედგება სკოლის რექტორის, დირექტორის, დირექტორის მოადგილე საღვთისმეტყველო სწავლების დარგში (სკოლის მოძღვრის), დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში (სასწავლო ნაწილი), დირექტორის მოადგილე საორგანიზაციო დარგში (კოორდინატორი),დირექტორის მოადგილე სწავლის აკადემიური ხარისხის განვითარების დარგში (ხარისხის მართვის მენეჯერი) და ბუღალტრისაგან.

10.2 დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში.

10.3 სკოლის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს: სკოლის მუშაკთა მიერ სკოლის წესდებითა და შრომის შინაგანაწესით მათზე დაკისრებულ მოვალეობათა დაცვა. შრომითი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. სკოლის მუშაობისათვის საკეთილდღეო პირობების შექმნა.

10.4 დროულად გამოიყენოს ზემოქმედების ღონისძიებები შრომითი დისციპლინის დამრღვევთა მიმართ.

10.5 სრულყოს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი, შექმნას პირობები შრომის მეცნიერული ორგანიზაციის დასანერგად, განახორციელოს ღონისძიებები სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. მოაწყოს ინოვაციების დანერგვა.

10.6 მიიღოს ზომები აუცილებელი მოწყობილობით, სასწავლო ხელსაწყოებითა და სამეურნეო ინვენტარით სკოლის დროული უზრუნველყოფისათვის.

10.7 დაიცვას შრომითი კანონმდებლობა, შრომის დაცვის პირობები.

10.8 შექმნას მოსწავლეთა და სკოლის მუშაკთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობები.

10.9 უზრუნველყოს სკოლის ქონების დაცვა.

10.10 გასცეს ხელფასი დადგენილ ვადებში, უზრუნველყოს სისტემატური კონტროლი მუშაკთა შრომის ანაზღაურების პირობების დაცვისა და სკოლის ბიუჯეტის ხარჯვისათვის.

10.11 ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობანი:

სამსახურში მიღებისას მუშაკს გააცნოს სკოლის შინაგანაწესი და შეთანხმების საფუძველზე გაუფორმოს შრომითი ხელშეკრულება.

მოიყვანოს წესრიგში დოკუმენტაცია.

აუნაზღაუროს თანამშრომლებს ხელფასი განსაზღვრული საშტატო განრიგით და ხელშეკრულებით, მოქმედი კანონმდებლობით.

შტატების შემცირების, შრომის კანონთა კოდექსის დარღვევის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ მუშაკს აცნობოს ხელწერილის ჩამორთმევით.

ადმინისტრაციას უფლება აქვს დისციპლინური გადაცდომისათვის მუშაკის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ზომები:

1. გაფრთხილება;

2. საყვედური;

3. სასტიკი საყვედური;

4. სამსახურიდან გათავისუფლება;

10.5 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.

10.6 მუშაკის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

მადლობის გამოცხადება;

ერთჯერადი ფულადი ჯილდო (პრემია);

ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.

10.7 ადმინისტრაციას უფლება აქვს, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, განსაზღვრული წესითა და პირობებით, არასაბიუჯეტო საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში დანიშნოს სახელმწიფო სტიპენდიებსა და ხელფასებზე დანამატები, დაწესებულების სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარება.

































































































































მუხლი 11

სკოლის დირექტორი

11.1 სკოლის დირექტორი:

)ახორციელებს სკოლის მართვას;

)წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

) პედ.საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს, სკოლის ბიუჯეტს;

) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;

) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო-სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

) უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;

) უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;

) უფლებამოსილია დადოს გარიგებები;

) განკარგავს თანხებს სკოლის ბიუჯეტის მიხედვით;

) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

) ზედამხედველობის დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;

11.2 სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

) ეროვნული სასწავლო გეგმების, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;

) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე;

) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე;

მუხლი 12

სასწავლო ნაწილის ფუნქციები

12.1 დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში არის ოფიციალური იურიდიული პირი, რომელიც თანამდებობრივი სტატუსით პასუხისმგებელია აღმზრდელობით დარგში საქართველოს განათლების კანონის გატარებაზე და დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

12.2 უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესის დაუბრკოლებლად წარმართვას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს მასწავლებლის შეცვლას, აკონტროლებს გაკვეთილის დროულად დაწყება-დამთავრებას.

12.3 მეთვალყურეობს სწავლისა და სწავლების ამაღლების ხარისხს და ახორციელებს მათ კონტროლს.

12.4 აწარმოებს შეცვლა-გაცდენის ჟურნალს.

12.5 ამტკიცებს თითოეული მასწავლებლის წლიურ სამუშაო (სილაბუსი) და თემატურ გეგმას.

12.6 კათედრაზე მასწავლებელთა კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიმუშავებს მათი საათობრივი დატვირთვის განაწილების გეგმას. დირექტორთან შეთანხმების შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის პედაგოგიურ საბჭოს.

12.7 კურირებს კათედრების მუშაობას.

12.8 სკოლის დირქტორთან ერთად უზრუნველყოფს აღმზრდელობით-სასწავლო პროცესის ნორმალურად და ხარისხიანად წარმართვას, სასწავლო რეჟიმის დაცვას შინაგანაწესის მოთხოვნათა შესაბამისად.

12.9 აჯამებს სემესტრულ და წლიურ შედეგებს და დასამტკიცებლად წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს.

12.10 სკოლის კოორდინატორთან ერთად ხელმძღვანელობას უწევს კლასგარეშე წრეების, ჯგუფების და .. მუშაობას. მათი ფუნქციონირების ხარისხიანობაზე კონტროლის გზით პედ.საბჭოსა შეთანხმების შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს წრეების, ჯგუფების და .. რაოდენობას და სახეებს. პედსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წრეების ხელმძღვანელებს.

12.11 დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ღონისძიებების გატარებას.

12.12 ხელმძღვანელობს აღმზრდელობით პროცესს, კოორდინაციას უწევს სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანობას და განათლების სხვა დაწესებულებებთან საქმიან ურთიერთობას.

12.13 ქმნის პირობებს მასობრივი აღმზრდელობითი შინაარსის ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის, ხელს უწყობს მოსწავლეთა საქმიანობის ორიენტირებას.

12.14 გეგმავს და წარმართავს მოსწავლეთა აღზრდის ღონისძიებებს, ეხმარება კლასის (ჯგუფის) ხელმძღვანელებს აღმზრდელობითი მუშაობის სწორ განხორციელებაში, კოორდინაციას უწევს კლასის ხელმძღვანელთა დარბაზს, ქმნის აღმზრდელობითი მუშაობის მთლიან სისტემას.

12.15 ხელს უწყობს:

აღმზრდელობით მუშაობაში სასულიერო პირთა ჩართვასა და რეკომენდაციებს.

მოსწავლეთა შემეცნებით აქტივობის, მაღალი ზნეობის, მოქალაქეობრივი სულისკვეთებით აღზრდას;

ადამიანთა და ბავშვთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული აღმზრდელობითი საქმიანობის გააქტიურებას;

მოსწავლეთა ეკოლოგიურ განათლებას, ნორჩ ნატურალისტთა საქმიანობას;

მოსწავლეთა ზნეობრივი კულტურის აღზრდას, სინდისის თავისუფლებისა და სხვა სარწმუნოებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას;

მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას;

სასკოლო და სკოლისგარეშე საქმიანობაში მშობელთა და საზოგადოების ჩაბმას, მათი აღმზრდელობითი პოტენციალის ამაღლებას;

12.16 დირექტორის მოადგილე სასწავლო–აღმზრდელობით დარგში ხელს უწყობს ინტერესთა მიხედვით მოსწავლეთა სხვადასხვა გაერთიანების შექმნას და მათი მუშაობის წარმართვას.

12.17 სასწავლო–აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია დირექციისა და პედსაბჭოს წინაშე.

მუხლი 13.

ხარისხის მართვის მენეჯერის ფუნქციები

13.1 ხელმძღვანელობს კათედრების მუშაობას სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და საწავლო-საგაკვეთილო პროცესის მაღალორგანიზებულად წარმართვის საქმეში;

13.2 უზრუნველყოფს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მაქსიმულამალურად გამოყენებას სასწავლო პროცესში;

13.3 ორგანზებას უკეთებს ტრენინგ–გაკვეთილების ჩატარებას პედაგოგთათვის გაკვეთილების ხარისხის, შეფასებისა და თვითშეფასების საკითხებზე;

13.4 პასუხისმგებელია შეფასების სისტემის შემუშავებაზე და მის დანერგვაზე სასწავლო პროცესში;

13.5 ეხმარება პედაგოგებს გაკვეთილების იმდაგვარად დაგეგმვასა და ჩატარებაში, რომ :

- საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში იყოს თითოეული მოსწავლე და მიღწეული შედეგი მათი ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობებისა და ასაკთან შესაფერის ინტერესების გათვალსწინებით.

- მთავრი ორიენტირი გახდეს მოსწავლეთა უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება და ცოდნის ხარისხი;

13.6 პასუხისმგებელია საგაკვეთილო გეგმების შედგენასა და კათედრებსა და წრეებზე ყოველგვარი დოკუმენტაციის დამუშავება-წარმოებაზე.

მუხლი 14.

სკოლის კოორდინატორის ფუნქციები

14.1 კლასგარეშე მუშაობის ორგანიზაცია.

14.2 კულტურულ-მასობრივი და სპორტულ-ტურისტული ღონისძიებების ორგანიზებაა.

14.3 მშობლებთან მუშაობის კოორდინაცია.

14.4 მოსწავლეთა ორგანიზება სკოლის სასწავლო-შემოქმედებით ჟურნალებში აქტიური მონაწილებისათვის, საქველმოქმედო აქციებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზაცია.

14.5 მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობის ორგანიზება.

14.6 პედაგოგთათვის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის მოწყობაში ხელშეწყობა.

14.7 მოსწავლეთა შემოქმედებითი გაერთიანებების ფორმირებისათვის ხელშეწყობა.

14.8 წიგნის, თეატრის, კინოს კვირეულების გამართვა და საინტერესო შეხვედრების მოწყობა ხელოვნების, ლიტერატურის, სპორტის წარმომადგენლებთან.

14.9 სკოლაში არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეების, სექციების, კლუბებისა და გაერთიანებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.

14.10 სკოლის რეჟიმს ძნელადშემგუებელ მოსწავეებთან ინდივიდუალური, დიფერენცირებული მუშაობა.

14.11 სკოლის სასადილოში მოსწავლეთა მორიგეობის ორგანიზებაა.

14,12 მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვების ჩატარების ორგანიზაცია.

მუხლი 15

სკოლის ფინანსები

15.1 სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს საპატრაირქოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის სახით.

15.2 სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურება ხდება საქართველოს საპატრაირქოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სუბსიდიებით.

15.3 სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

15.4 სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

15.5 ბუღალტერი:

დირექტორთან ერთად შეიმუშავებს სკოლის საფინანსო-სამეურნეო პროგრამებს.

დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს სკოლის ყველა სახის საკუთრების აგრეთვე იჯარით არსებული ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვას.

ოპერატიულ ხელმძღვანელობას უწევს იმ გადაუდებელ სამეურნეო სამუშაოების შესრულებას, რომელიც საჭიროა სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

15.6 დირექტორი თანხებს განკარგავს დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

15.7 დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას, გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არაუმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. დირექტორის მიერ წარდგენილი სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია, გასწიოს ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15.8 სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

15.9 სკოლის ბუღალტერს ევალება:

პასუხისმგებლობა და კონტროლი სკოლის ინვენტარის შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე.

ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების დროული ათვისება.

მატერიალურ პასუხისმგებელ პირთან ერთად სკოლის მომარაგება საჭირო დგამ-ავეჯით და ინვენტარ-მოწყობილობით.

ინვენტარიზაციის დროულად ჩატარება და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება პასუხისმგებელ პირებთან.

კლასის ხელმძღვანელებსა და კაბინეტის გამგეებზე სკოლის ინვენტარის მიღება-ჩაბარების დალუქული წიგნის წარმოება.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო ეკონომიური საქმიანობა.

შეადგინოს სახელფასო ფონდი, ხარჯთაღრიცხვა, ტარიფიკაცია, ბალანსი და განსახილველად წარუდგინოს დირექტორს, ხოლო დასამტკიცებლად - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამონისტროს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.

აწარმოოს ანგარიშწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება, ყოველი წლის ბოლოს მოახდინოს შედარება საგადასახადო ინსპექციასთან; ხელშეკრულების გაფორმება; სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობა; ზედამხედველობა და შემოწირული თანხების მიზნობრივი ხარჯვა.

წარმოადგინოს პედსაბჭოსთვის წლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

































































მუხლი 16

მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის

ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

1. სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში მონაწილეებად ითვლებიან: მოსწავლე, მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი, მშობელი და დირექცია.

2. სააღმზრდელო-სასწავლო პროცესში მონაწილეთა უფლება-მოვალეობანი რეგულირდება სკოლის წესდებით, სკოლის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებით და მშობელსა და ადმინისტრაციას შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. სკოლას უფლება აქვს:

) სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.

) მოსთხოვოს მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს მკაცრად დაიცვან ქრისტიანული კანონები (ჩაცმულობა, წირვა-ლოცვაზე დასწრება და .)

4. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებიბისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, ეთიკური ნორმების სრული დაცვით.

5. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.

მუხლი 17

ისტ.მენეჯერი

1. ინფო-ტექნოლოგიების განხრით სიახლეების შემოტანა-დანერგვის უზრუნველყოფა.

2. მოსწავლეებისა და მასწავლებლების სრული კომპიუტერული გადამზადება შესაბამისი ტრენინგებისა და შეხვედრების ჩატარებით.

3. ჟურნალებისა და სხვა ტიპის ელექტრონული პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფა კომპიუტერული სასწავლო ცენტრის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

4. უზრუნველყოფს სასკოლო ღონისძიებების ინიცირებასა და ჩატარებას ინფო-ტექნოლოგიების საფუძველზე.

5. პასუხისმგებელია შიდასასკოლო პროექტების, კონკურსებისა და სხვა ტიპის აქტივობების კომპიუტერის გამოყენებით განხორციელებაზე.

6. თანამშრომლობს სხვადასხვა სასწავლო თუ არასასწავლო დაწესებულებებთან კონკურსების, ღონისძიებების ჩატარების მიზნით.

7. აწყობს შეხვედრებს , პრეზენტაციებს.

8. კათედრებისათვის შესაბამისი საიტების კატალოგის შედგენა (საგაკვეთილო პროცესის ხელშეწყობის მიზნით).

9. სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული პროექტების განხორციელება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა აქტიური ჩართვა.

10. პასუხისმგებელია კომპიუტერული სასწავლო კაბინეტის მოვლა–პატრონობაზე.

11. ყველა მაწავლებლის მონაცემთა კომპიუტერული ბაზის შექმნა.

12. სკოლის სტატისტიკური ანალიზისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება.

13. სემესტრული და წლიური აკადემიური მოსწრებისა და გაცდენების საანგარიშო დოკუმენტაციის კომპიუტერული წარმოება.

14. აწარმოებს მოსწავლეთა მოძრაობის ელექტრონულ ვერსიას.

15. მთელი სკოლის საჭიროების მიხედვით მონაცემთა ელექტრონული ვერსიის წარმოება და პასუხისმგებლობა.

16. მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედგენა-წარმოება.

17. ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარების უზრუნველყოფა.

მუხლი 18.

მოსწავლე

18.1 სკოლაში ჩაირიცხებიან ბავშვები გასაუბრების საფუძველზე. სკოლაში ჩარიცხვის საწყისი ასაკი შეესაბამება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

18.2 დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლეთა პირადი საქმე. პირველ კლასში შემსვლელმა მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს:

მშობლის განცხადება;

2 ფოტოსურათი;

დაბადების მოწმობის დედანი;

ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა 26);

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები.

აუცილებელი მოთხოვნაა, რომ იგი იყოს მონათლული.

18.4 დასაშვებია მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან. გადმოყვანა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე. მოსწავლე ვალდებულია, წარმოადგინოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადი საქმე. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ სკოლას სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში მეტი მოსწავლის მიღება არ შეუძლია, ან მასთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ იგი არ შეესაბამება სკოლის მოთხოვნებს.

18.6 სკოლის მოსწავლეთა შეფასება ხდება ათბალიანი სისტემით:

1. დაწყებით საფეხურზე I-IV კლ. შეფასება განმავითარებელია. სადაც თითოეულ მოსწავლეზე კლასის დამრიგებელი წერს შემაჯამებელ კომენტარს გარკვეული ფორმის სახით, სადაც დაახასიათებს მოსწავლის წარმატებებსა და მისცემს რჩევებს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოჩენისათვის.

2. V-XII კლასებში მოქმედებს ნიშნის დაწერის 10 ქულიანი სისტემა. 8,9,10 – მაღალი; სადაც 10 ნიშნავს პირველი ხარისხის წარმატებას, 9 მეორე ხარისხის წარმატებას, 8 მესამე ხარისხის წარმატებას. 7-საშუალო; 6-დამაკმაყოფილებელი; 4,5- არადამაკმაყოფილებელი; 1,2,3-სუსტი.

3. V-VI კლასებში, საბაზო და საშუალო საფეხურზე: საღვთო სჯულში, ბიბლიაში, ქრისტიანული ხელოვნების ისტორიაში, სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში, ხელოვნებაში, გალობაში, ზოგად უნარებში, ინფორმატიკაში, შრომასა და სპორტში მოსწავლე ფასდება სისტემით:

_ არ ჩაეთვალა(არჩ)

_ ჩაეთვალა(ჩთ)

_ წარჩინებითი ჩათვლა(წჩ)

  1. მოსწავლე წლის განმავლობაში ფასდება შემდეგი ნიშნებით:

· საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ნიშნები საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;

· საგნის სემესტრული ნიშანი – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით ;

· საგნის წლიური ნიშანი – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში. წლიურ ნიშანში აისახება წლიური გამოცდის ნიშანიც. გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე ;

· საერთო წლიური ნიშანი – საგნების წლიური ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება;

· საფეხურის საერთო ნიშანი – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საერთო შეფასება.

კლასიდან კლასში და საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის უფლება ექნება იმ მოსწავლეს, რომელიც წარმატებით დაამთავრებს კლასს ან საფეხურს, რომელსაც კლასის დამთავრების ან საფეხურის საბოლოო ქულა ექნება დამრგვალებული 6 და 6-ზე მეტი.

18.7 მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა მოხდება დადებითი სემესტრული ქულების საფუძველზე.

18.8 მოსწავლე, რომელსაც სამ საგანში წლიური ნიშანი ექნება 5,5 ქულაზე ნაკლები, რჩება იმავე კლასში.

18.9 მოსწავლე, რომელსაც ერთ ან ორ საგანში ექნება უარყოფითი შეფასება (5 ქულაზე ნაკლები) აბარებს საშემოდგომო გამოცდას.

18.10 მოსწავლე, რომელიც თუნდაც ერთ საგანში ვერ ჩააბარებს საშემოდგომო გამოცდას, რჩება იმავე კლასში.

18.11 მოსწავლეს, დისციპლინურ დარღვევებისათვის და აკადემიური ჩამორჩენისათვის, შეიძლება, დაედოს დისციპლინური სასჯელი, აკადემიური სასჯელი და სასჯელის განსაკუთრებული ფორმასკოლიდან გარიცხვა.

18.12 მოსწავლის დისციპლინური სასჯელებია:

) გაფრთხილება.

) ხელწერილი.

) საყვედური.

) სასტიკი საყვედური

ე) სკოლიდან გარიცხვა;

18.13 მოსწავლეს გაფრთხილება შეიძლება გამოეცხადოს:

) გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის მსუბუქი დარღვევისათვის.

) უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის.

) ამხანაგების სიტყვიერი შეურაცყოფისათვის, ან გაკვეთილზე უმიზეზოდ ან არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის.

) სასკოლო პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულებისათვის.

) სასკოლო ქონების დაზიანებისათვის.

18.14 საყვედური შეიძლება გამოეცხადოს:

) გაფრთხილების განმეორებით მიღებისას.

) გაკვეთილზე ან დასვენებაზე დისციპლინის დარღვევისათვის.

) უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის.

) ამხანაგის სიტყვიერი ან მცირე ფიზიკური შეურაცყოფისათვის.

) მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცყოფისათვის.

) ხუთი ან მეტი დაგვიანებისათვის, ან ერთზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას.

)სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულებისათვის.

18.15 სასტიკი საყვედური შეიძლება გამოეცხადოს:

) გაფრთხილებისა და საყვედურის ან ორი საყვედურის მიღებისას.

) დისციპლინის უხეში დარღვევისთვის.

) ათზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის.

) მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცყოფისათვის.

) ამხანაგის ფიზიკური შეურაცყოფისათვის.

) სწავლისადმი სისტემატური ზერელე დამოკიდებულებისათვის.

მოსწავლეს გაფრთხილება შეიძლება გამოუცხადოს საგნის მასწავლებელმა, კლასის დამრიგებელმა, ადმინისტრაციის წევრმა ან პედ. საბჭომ. საყვედური და სასტიკი საყვედური მოსწავლეს შეიძლება გამოუცხადოს სკოლის დირექტორმა ან პედ. საბჭომ. ექვსი თვის შემდეგ მოსწავლეს, კლასის ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციული სასჯელის დამდების ან პედ. საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მოეხსნას სასჯელი.

18.16 სასჯელის განსაკუთრებული ფორმასკოლიდან გარიცხვადასაშვებია, თუ მოსწავლე:

) სასტიკი საყვედურის მიღების შემდეგ ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც იმსახურებს დისციპლინურ სასჯელს.

) სისტემატურად უხეშად არღვევს დისციპლინას.

) სისტემატურად აცდენს გაკვეთილებს არასაპატიო მიზეზით.

) მასწავლებელს მიაყენებს ფიზიკურ შეურაცყოფას ან დაემუქრება მას რაიმე ფორმით.

) სკოლაში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.

) სკოლას მიაყენებს მნიშვნელოვან ზარალს.

) თუ მის მიმართ ძალაში შევა სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი.

) X-XII კლასებში, თუნდაც ერთ საგანში, რომელიმე სემესტრში ექნება არადამაკ-მაყოფილებელი ნიშანი.

18.17 მოსწავლე ვალდებულია:

დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესს.

დაიცვას სკოლის რეჟიმი (არ დაიგვიანოს გაკვეთილზე, უმიზეზოდ არ გააცდინოს, არ გაიპაროს სკოლიდან. გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში წარმოადგინოს სა-თანადო საბუთი).

გაუფრთხილდეს საკუთარ და სასკოლო ინვენტარს. სასკოლო ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს (ნატურით ან მისი ღირებულების ოდენობით)

არ გამოიყენოს სხვის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, იყოს გულისხმიერი და ყურადღებიანი თავისზე სუსტის მიმართ.

აამოქმედოს მთელი თავისი გონებრივი შესაძლებლობები ცოდნის დასაუფლებ-ლად, სისტემატურად ზრუნავდეს საკუთარი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განსავითარებლად.

იზრუნოს მეგობრებთან და მასწავლებლებთან ერთად შექმნას მეცნიერებათა სა-ფუძვლების დასაუფლებლად სასურველი და შესაფერისი გარემო.

იყოს პატივისმცემელი და შემწყნარებელი ყველას მიმართ, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.

არ შელახოს სკოლის ავტორიტეტი და იზრუნოს მისი ამაღლებისათვის.

18.18 მოსწავლეს უფლება აქვს:

მონაწილეობა მიიღოს შემოქმედებით კონფერენციებსა, ოლიმპიადებსა და წრეობრივ მუშაობაში, სკოლის მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ისარგებლოს სკოლის საკლასო ოთახებითა და კაბინეტებით - ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით და სხვა სასწავლო ფაზებით.

სემესტრული შეფასებით უკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამის საგანში სპეცი-ალურ კომისიას ჩააბაროს გამოცდა.

წლის განმავლობაში მოსწავლეს შეუძლია გასვლა სხვა საგანმანათლებლო დაწე-სებულებაში განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (ან არსებული წესით)

დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.

















მუხლი 19.

მშობელი

19.1 მშობელი ვალდებულია:

დაემორჩილოს სკოლის შინაგანაწესს.

დაემოეჩილოს სკოლის სასწავლო რეჟიმს (უზრუნველყოს შვილის დროულად გამოცხადება სკოლაში, არ გააცდენინოს შვილს უმიზეზოდ გაკვეთილები, გაცდენის შემთხვევაში წარმოადგინოს საბუთი, უზრუნველყოს შვილის გამოცხადება სკოლაში შესაფერისი ჩაცმულობით, საჭირო სასწავლო ნივთებით)

არ დაუშვას საკუთარი შვილის ზნეობრივი ნორმიდან გადაცდომა.

დაიცვას და გაუფრთხილდეს სკოლის ინვენტარსა და ქონებას. დაზიანების შემთხვევაში მშობელს მოეთხოვება კომპესაცია ანაზღაურებით (ნატურით ან ღირებულების შესაბამისი თანხის შეტანით სკოლის ანგარიშზე)

შესაძლებლობის მიხედვით, კანონის ფარგლებში, მატერიალურად დაეხმაროს სკოლას.

პატივისცემით მოეპყრას მასწავლებელს, სკოლის სხვა პერსონალს, შვილის სხვა მეგობრებს, ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად არ ჩაერიოს კლასის კონფლიქტურ სიტუაციაში.

ჩაუნერგოს შვილს ეკლესიის, სკოლის, სამშობლოს, დროშის, გერბისა და ჰიმნის პატივისცემა.

დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება) სკოლის შიგნით და მის გარეთ.

დაუშვებელია პოლიტიკური და საკუთარი მსოფლმხედველობის აგიტაცია-პროპაგანდა.

მშობელი აქტიურად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რითაც მასწავლებელ-თან ერთად იღებს პასუხისმგებლობას მოსწავლეზე.

















შინაგანაწესი

მუხლი 20.

მასწავლებელი

20.1 ვალდებულია:

სკოლაში გამოცხადდეს არაუგვიანეს 8სთ 40 წუთისა.

დაიცვას სკოლის შინაგანაწესი.

სკოლის დირექციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ დაუშვას სამსახურში დაგვიანებისა და გამოუცხადებლობის შემთხვევები.

სამუშაო საათების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში წინასწარ წერილო-ბით აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას. წარმოადგინოს საავადმყოფო ფურცელი, გაცდენილი საათები საპატიოდ ჩაითვლება სკოლის დირექტორის შესაბამისი რეზოლუციის შემდეგ.

სამუშაო საათების არასაპატიოდ გაცდენის შემთხვევაში დაექვემდებარება ადმი-ნისტრაციულ სასჯელს.

სამსახურიდან წასვლის ემთხვევაში ერთი კვირით ადრე გააფრთხილოს ადმინისტრაცია.

ეკრძალება თავისი შეხედულებისამებრ გაკვეთილების ცხრილისა და მუშაობის გრაფიკის შეცვლა, გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა, გაკვეთილებისა და მათ შორის დაწესებული შესვენებების ხანგრძლივობის გადიდება ან შემცირება, მოსწავლეთა გაკვეთილებიდან გაშვება, არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება, თამბაქოს მოწევა, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა, მოხმარება და გავრცელება.

ყოველი გაკვეთილისთვის მოვიდეს მომზადებული, სისტემატურად იმაღლებდეს მეცნიერეულ და პროფესიულ დონეს. გაკვეთილებს ატარებდეს თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. სწავლის პროცესში ნერგავდეს სწავლებისა და სწავლის ახალ ტექნოლოგიებს. ეფექტურად იყენებდეს ტექნიკურ საშუალებებს, თვალსაჩინო და დიდაქტიკურ მასალებს, რითაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ცოდნის ეფექტურ ამაღლებას.

იყოს კომუნიკაბელური, ტაქტიანი მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობაშიზომიერი. არ მიაყენოს მორალური და ფიზიკური შეურაცყოფა მოსწავლეს. საკუთარ გამოცდილებას უზიარებდეს კოლეგებს. სამუშაო დროის განმავლობაში კეთილსინდისიერად განახორციელოს თავისი სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობანი.

მოსწავლის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.

აღზარდოს განათლებული ახალგაზრდობა დემოკრატიული საზოგადოებისათვის პატრიოტული სულისკვეთებით, მაღალი ზნეობითა და კეთილი ნებით.

აღჭურვოს ის იმ ცოდნით, განათლებით, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებით, რაც საჭიროა როგორც სწავლის გასაგრძელებლად, ასევე დემოკრატიულ საქართველოში საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში პრაქტიკული მოღ-ვაწეობისათვის. მასწავლებელი ვალდებულია, მოსწავლეს, რომელსაც მიეცა საშემოდგომო გამოცდა, შვებულებაში გასვლამდე შეუდგინოს დამატებითი მეცადინეობების განრიგი.

ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ინტელექტუალური და ფიზიკური ძალების ჰარმონიულ განვითარებას, მოზარდის ცოდნის დონის ამაღლებას.

მათი უნარისდა მიხედვით, საბაზო სკოლიდან გაღრმავებულ სწავლებაზე გადას-ვლასთან ერთად იზრუნოს მათი სულიერების, მაღალი იდეალებისა და მომავალ მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის.

გაეცნოს ახალ ტექნოლოგიებს, ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ კონცეფციებს ბავშვისა და მოზარდის შესახებ. დაიცვას პედაგოგიური ეთიკის ნორმები და დირექციასთან დადებული კონტრაქტის ყველა მოთხოვნა.

მაღალ დონეზე მოემზადოს ყოველი გაკვეთილისათვის, მოამზადოს მოსწავლეები კონფერენციებისა და ოლიმპიადებისათვის, მტკიცედ იცავდეს სკოლის შინაგანა-წესს, სასწავლო და შრომით დისციპლინას, უფრთხილდებოდეს სასკოლო ინვენტარსა და ტექნიკურ საშუალებებს, სახელმძღვანელოსა და წიგნად ფონდს.

დირექციისა და პედსაპჭოს წინაშე პერსონალურად აგოს პასუხი მოსწავლეთა სწავლებისა და აღზრდისათვის გაწეული მუშაობის ხარისხზე, მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ობიექტურობაზე.

სამეცნიერო-პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ სამსახურებთან ერთად სისტემატურად ეცნობოდეს მოსწავლეთა, პედაგოგთა და მოსახლეობის სა-ზოგადოებრივ აზრს, რის საფუძველზეც შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღმზრდე-ლობით საქმიანობის მეთოდურად სწორად წარმართვისათვის, პროგრესულად მოაზროვნე პიროვნების აღზრდისათვის.

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის მიზნით ზრუნავდეს მოსწავლეთა მშობლების პედაგოგიზაციისა და აღმზრდელობითი მუშაობის ხარისხის ამაღლებისათვის.

მოსწავლის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი. უნდა შეფასდეს არა მარტო ინფორმაციის ფლობა, არამედ უნარ-ჩვევები, აზროვნების დემონსტრაციის ფორმები. მასწავლებელი აგრეთვე უნდა აფასებდეს მოსწავლის დაკვირვების შედეგად დაგროვილი მონაცემების, ნამუშევრების, პრეზენტაციების, მოსწავლისავე თვითშეფასების, ჯგუფური მუშაობის, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის (გაკ. აქტიურობა, დავალების შესრულების ხარისხი, შემოქმედობითობა) და სხვ. ტიპის აქტივობების მიხედვით.

მიაქციონ ყურადღება იმას, რომ მოსწავლეები პატივისცემით მოექცნენ წიგნებს და სასკოლო ინვენტარს.

20.2 უზრუნველყოს:

ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება.

მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და სხვა სახის ინდივიდუალური თავისებურებების გამოვლენა.

ეკოლოგიური ცოდნა-ჩვევების ჩანერგვა, უმნიშვნელოვანესი ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბება, გაუღვივოს მოქალაქეობრივი თვითშეგნება, შრომის სიყ-ვარული.

მეცნიერებათა საფუძვლების სავალდებულო საგანმანათლებლო მინიმუმის დაუფლება, საფუძვლიანი ზოგადი განათლების მიღება.

მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასება.

მოსწავლის ანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა გაკვეთილზე.

მოსწავლეებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრება.

დაუშვებელია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება) განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

20. 3 პედაგოგის სავალდებულო დოკუმენტაცია

1. საგნობრივი პროგრამა

2. სილაბუსი

3. შეფასების კრიტერიუმები კომპონენტების მიხედვით

4. კათედრასთან პარტნიორობის ამსახველი აქტივობების აღწერა და მიღებული შედეგების ანალიზი.

5. პორტფოლიო.

6. უბის წიგნაკი.

7. მონიტორინგების შედეგების ანალიზი.

8. თემატური გეგმები (სტანდარტის შესრულება).

9. სემესტრული და წლიური ანგარიში.

20.4 დისციპლინური გადაცდომა

1. გაკვეთილის გაცდენა (გაუთვალისწინებელი შემთხვევის გარდა).

2. გაკვეთილზე დაგვიანება.

3. მოსწავლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

4. მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლა.

5. დოკუმენტაციის (სილაბუსები, უბის წიგნაკები და სხვა) უხარისხოდ ან ზერელედ წარმოება.

6. ეთიკური ნორმების დარღვევა.

7. საკუთარი მოსწავლის კერძოდ მომზადება.

8. არამეცნიერული შეხედულებების ან თეორიების, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის სწავლება.

9. მოსწავლეთათვის საკუთარი ღირებულებებისა და ფასეულობების თავს მოხვევა (პოლიტიკური, სოციალური, ეთნიკური უმცირესობების, გენდერული შეხედულებების).

10. მოსწავლის პირად ცხოვრებაში შეჭრა.

11. მოსწავლის არაეთიკური ქცევისაკენ ბიძგება.

12. მოსწავლისაგან ან მშობლისაგან ფულის აღება.

13. სკოლისათვის შეუსაბამო ჩაცმულობა.

14. სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

15. კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა.

16. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება დასჯის მიზნით.

მუხლი 22.

კათედრები

22.1 წმ.მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურ სკოლაში ფუნქციონირებს 2 კათედრა:

ჰუმანიტარული (მშობლ. ენა და ლიტ-რა, ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, მუსიკა, ხელოვნება, ქრისტიანული ხელოვნების ისტორია, სამოციქულო ეკლესიის ისტორია, უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული), დაწყებითი კლასები)

ტექნიკური (მათემატიკა, ინფორმატიკა, საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა))

22.2 კათედრის მუშაობა მიზნად ისახავს, სკოლაში განხორციელდეს პედაგოგიური კოლექტივის მეთოდური მართვა, ამის გარდა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მეცნიერული დონის ამაღლებას და პრაქტიკული საქმიანობის დახვეწას.

22.3 კათედრის წევრი არის მასწავლებელი, რომელიც ასწავლის კათედრაში შემავალ შესაბამის საგანს.

22.4 ხელმძღვანელი აირჩევა კათედრის წევრებს შორის.

22.5 პასუხისმგებელი ინიშნება დირექტორის ბრძანების საფუძველზე სასწავლო ნაწილი.

22.6 კათედრის სხდომები ტარდება მინიმუმ ორ თვეში ერთხელ.

22.7 კათედრის წევრთა უფლება-მოვალეობანი:

პასუხისმგებელი სასწავლო ნაწილი ესწრება კათედრის სხდომებს, აანალიზებს სხდომების მასალებს და ხელმძღვანელთან ერთად ამზადებს საკითხს პედ. საბჭოზე გასატანად.

კათედრის ხელმძღვანელს ევალება მეთოდური, საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა.

კათედრის წევრებს აქვთ რეკომენდაციის მიცემის უფლება.

კათედრის წევრები ირჩევენ აგრეთვე კონსულტანტებს საგნების მიხედვით.

კონსულტანტს ევალება მეთოდური დახმარების გაწევა, საგნების მიხედვით.

22.8 კათედრებს ევალება:

მასწავლებლების მეცნიერული დონის ამაღლების ორგანიზაცია, სწავლებისა და სწავლის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

მასწავლებლებთან ახალი პროგრამების, სახელმძღვანელოების, სამინისტროსა და სამმართველოს რეკომენდაციების შინაარსის დამუშავება.

მოწინავე მასწავლებლის გამოცდილების შესწავლა-განზოგადება.

სასკოლო წერების (ტესტირების) ჩატარება სწავლებისა და სწავლის ხარისხის კონტროლის მიზნით.

წრეობრივი მუშაობის კონტროლი.

სასწავლო ოლიმპიადებისა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში მონაწილეობისათვის მოსწავლეთა მომზადება.

მუხლი 23.

კლასის ხელმძღვანელი

23.1 კლასის (ჯგუფის) ხელ-ლი არის აღმზრდელობითი მუშაობის ორგანიზატორი და მოსწავლეთა დამრიგებელი, რომელიც აირჩევა ერთი სასწავლო წლის ვადით. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კლასში (ჯგუფში) მეგობრული, შრომისუნარიანი კოლექტივის ჩა-მოყალიბება.

23.2 კლასის დამრიგებელი სკოლაში ცხადდება არაუგვიანეს 8სთ. 40წთ-ისა და რჩება სკოლაში სამუშაო საათების დამთავრებამდე.

23.3 კლასის ხელმძღვანელს ევალება:

საკლასო ჟურნალის მოვლა-შენახვა, საკლასო ოთახში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობა, შესვენების პერიოდში თავის სადამრიგებლო კლასში დისციპლინის დაცვა.

იმავე დღეს აცნობოს მშობელს მოსწავლის მიერ გაკვეთილზე არგამოცხადების ან დაგვიანების შესახებ.

მოსწავლეთა ყოველმხრივი შესწავლა, მათი მიდრეკილებების, მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენა, კლასის (ჯგუფი) აქტივის შექმნა და მისი მეშვეობით მოსწავლეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების დახმარებით აღსაზრდელთა ორიენტირება საფუძვლიანი ცოდნის მიღებისა და საზოგადოებრივად სა-სარგებლო საქმიანობაზე.

,,სკოლის შინაგანაწესის”, ,,სასკოლო წესდებისმოსწავლეთათვის გაცნობა და განმარტება იმ მიზნით, რომ მათ ეს წესები გაატარონ ცხოვრებაში, გადაიქცეს ისინი ყოველდღიური ქცევის ნორმებად; მოსწავლეებში თავისი კლასის (ჯგუფის), მთლიანად სასწავლო დაწესებულების ღირსების დაცვისადმი პასუხისმგებლობის აღზრდა;

ყოველდღიური თვალყურის დევნება მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებზე, ქცევაზე, თავისუფალი დროის გამოყენებაზე, იმაზე, რომ არც ერთი ბავშვი არ იყოს დასაქმე-ლი;

მოსწავლეთა ოჯახური პირობების შესწავლა და მისი გათვალისწინება მუშაობაში;

საჭიროების მიხედვით მოცემულ კლასში მომუშავე პედაგოგთა მცირე თათბირის ჩატარება, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის რეგულირების, მოსწავლეებისადმი ერთიანი პედაგოგიური მოთხოვნების განსაზღვრისა და კონკრეტული ზომების მიღების, სასწავლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათთვის დახმარების მიზნით;

გაკვეთილებზე მოსწავლეების სტაბილური დასწრების უზრუნველყოფა, კლასში (ჯგუფში) და სასწავლო დაწესებულებაში მშობელთა მორიგეობის ორგანიზაცია და თვალყურის დევნება მის შესრულებაზე; მოსწავლეთა მეშვეობით საკლასო ოთახების და კაბინეტების სათანადო ესთეტიკური გაფორმება, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილება, მოსწავლეთა იერსახის მოწესრიგება.

მოსწავლეთა საკლასო კრებების პერიოდულად ჩატარება კლასის (ჯგუფის) საქმიანობის ანალიზისა და გაუმჯობესების მიზნით;

კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო-აღმზრდელობითი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;

სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად . ძნელადაღსაზრდელ, პედაგოგიურად ხელმიშვებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ინდივიდუალური მუშაობა;

სათანადო ზომების მიღება მოსწავლეთა წახალისებისა, საჭიროების შემთხვევაში-დასჯისათვის;

მოსწავლეთა პირადი საქმეების, კლასის დამრიგებლის პორტფოლიოს წარმოება, სათანადო ცვლილებების დროულად შეტანა;

სასწავლო წლის ყოველ სემესტრში ადგენს თავისი კლასის (ჯგუფის) აღმზრდელობითი მუშაობის გეგმას, რომლის შინაარსი განისაზღვრება სასწავლო დაწესებულების საერთო ამოცანებით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებით, სასკოლო ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნებითა და სხვა;

წლიური გეგმის საფუძველზე კლასის (ჯგუფის) ხელ-ლი ადგენს აღმზრდელობითი მუშაობის გეგმას, მასში შეაქვს კონკრეტული, გულდასმით მოფიქრებული საკითხები, მონაწილეთა და ჩატარების ზუსტი თარიღის მითითებით, აკეთებს ჩატარებული ღონისძიებების ანალიზს;

კლასის (ჯგუფის) ხელ-ლი პერიოდულად აბარებს ანგარიშს პედ. საბჭოს სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატებების, მეცადინეობებზე დას-წრების, ყოფაქცევისა და კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის შესახებ;

აკეთებს მოხსენებას სასწავლო დაწესებულებების კლასის (ჯგუფის) ხელ-თა სხდომაზე, აგრეთვე მშობელთა კრებებზე;

კლ. ხელ- უფლება აქვს, საჭიროების მიხედვით ჩაატაროს კრება (თათბირი) მისი სადამრიგებლო კლასის (ჯგუფის) მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან სწავლებისა და აღზრდის საკითხებზე.

მიიღოს მონაწილეობა პედ. საბჭოს სხდომაზე ნებისმიერი საკითხის განხილვაში, რომელიც ეხება მოსწავლეთა აღზრდას, კლასის ხელ-ლის მუშაობას; უფლება აქვს თავისი მოსაზრებანი გააცნოს პედ. საბჭოს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესების შესახებ;

წარუდგინოს სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას წინადადებები სწავლასა და შრომაში მოსწავლეთა წარმატებების, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მო-ნაწილეობის თაობაზე, მათი წახალისების ან სწავლებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, ყოფაქცევის წესების დარღვევის, არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენის შესახებ, დისციპლინური სასჯელის თაობაზე;

განსაკუთრებულ შემთხვევაში მოიწვიოს მოსწავლეთა მშობლები მათი შვილების აღზრდის საკითხების ერთობლივად გადაწყვეტისათვის;

23.4 კლასის მშობელთა კრებას იწვევს კლასის დამრიგებელი. უფრო ფართო წარმომადგენლობით მშობელთა კრებას იწვევს დირექტორი, პედ-საბჭო.

23.5 კლასის მშობელთა კრება მოიწვევა სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი კვირის ვადაში, სემესტრის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში და სასწავლო წლის დამთავრებიდან ერთი კვირის ვადაში. ოპერატიულ საკითხთა გადასაწყვეტად შეიძლება, მოწვეულ იქნეს რიგგარეშე კრება. რიგგარეშე კრების მოწვევის საკითხს კლასის დამრიგებელი უთანხმებს სკოლის დირექტორს;

23.6 კლასის კრებაზე შეიძლება, მოწვეულ იქნეს ნებისმიერი საგნის მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წევრები. მოწვევისას ისინი ვალდებული არიან დაესწრონ კრებას.

23.7 დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ჰქონდეს კლასის დამრიგებელს:

) სადამრიგებლო პროგრამა.

) კლასის დამრიგებლის ჯურნალი (პორტფოლიო).

) სემესტრული და წლიური ანგარიში.

) მოსწავლეთა ზოგადი კომენტარები და მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების ჩანაწერები.

) კლასის კრებების ჩატარების ოქმები.

). მოსწავლეთა განცხადებების და ცნობები.

ზ) ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი მასალა(ფოტო, ვიდეო ან აუდიო), ტექსტური ინფორმაცია ასეთის არსებობის შესახებ;

თ) ექსკურსიების მარშრუტი და მიმოხილვა.

მუხლი 24.

შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო

უსაფრთხოების ზოგადი წესები

24.1 თანამშრომლებს შორის უსაფრთხო, ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.

24.2 სკოლა, თანახმად ტიპური შრომის შინაგანაწესისა, ვალდებულია, გაატაროს ქმედითი ღონისძიებები შრომის უსაფრთხოების პირობებისათვის, ჩაატაროს უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ღონისძიებები.

24.3 ყველა მომსახურე ვალდებულია, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები, სწორი ორგანიზაცია გაუკეთოს აალებადი მასალების შენახვას.

24.4 ყველა მუშაკს უნდა შეეძლოს სწრაფად და სწორად მოიყვანოს მოქმედებაში ხელის ცეცხლმქრობი და დაიცვას გამოყენების სიფრთხილე, ასევე იცოდეს მისი მოვალეობა ხანძრის შემთხვევაში და ევაკუაციის ფორმა.

24.5 მომსახურე ვალდებულია სამსახურის დამთავრების შემდგომ გამოთიშოს ელექტროქსელიდან ყველა ელექტრო მოწყობილობა (სანათი, ელ. ქურა, კონდიციონერი, კომპიუტერი და სხვა)

მუხლი 25.

სამეურნეო ნაწილის გამგე

1. ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის მუშაობას.

2. პასუხისმგებელია სკოლის შენობისა და კუთვნილი ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე.

3. პასუხისმგებელია სკოლის მატერიალური ფასეულობების მოვლა-პატრონობაზე.

4. ვალდებულია უზრუნველყოს სკოლა სასწავლო პროცესის განმავლობაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

5. უზრუნველყოფს და კონტროლს უწევს სკოლის შენობაში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე სანიტარული ნორმების დაცვას.

6. პასუხისმგებელია სკოლაში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დაცვაზე.

7. კონტროლს უწევს დღისა და ღამის დარაჯების მუშაობას.

მუხლი 26.

საქმეთა მმართველი

1. ხელმძღვანელობს კანცელარიის საქმიანობას.

2. პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება-შენახვაზე.

3. პასუხისმგებელია სკოლის მთელი კოლექტივის პირადი საქმეების წარმოება-შენახვაზე.

4. აწარმოებს და კონტროლს უწევს შემოსული კორესპონდენციების ჟურნალს.

5. აწარმოებს და კონტროლს უწევს ანბანური წიგნის წარმოებას;

6. პასუხისმგებელია საბაზო და სრული საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატების აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალზე.

7. აწარმოებს და პასუხისმგებელია მოსწავლეთა მოძრაობის ბრძანების წიგნზე.

მუხლი 27.

შრომის შინაგანაწესის დამტკიცების, გაცნობისა და მასში

ცვლილებების შეტანის წესები

27.1 შინაგანაწესს ამტკიცებს დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან განხილვის შემდეგ.

27.2 საკითხი, შინაგანაწესში ცვლილებების შეტანის შესახებ, შეიძლება დააყენოს სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1/3-მა, წერილობით დასაბუთებული მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ.

27.3 შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები წარედგინება განსახილვევად სკოლის პედაგოგიურ საბჭოს. მათი თანხმობის შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება დამფუძ-ნებელს.

27.4 შინაგანაწესის გაცნობა აუცილებელია მოქალაქისთვის სამსახურში მიღებისას (ხელწერილის დადებით).

27.5 შინაგანაწესი ძალაში შედის დამტკიცების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

შინაგანაწესი

შინაგანასი